შინაარსზე გადასვლა
Sona
გადმოწერე
ყველა დეტალი, გასაგებად.

ამ გვერდზე

გაქვს კითხვა Sona-ზე?info@sonahealth.app

წაშალეთ თქვენი Sona ანგარიში

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს სამუდამოდ წაშალოთ თქვენი Sona ანგარიში და მასთან დაკავშირებული ყველა სამედიცინო მონაცემი.

Sona არის ჯანმრთელობის აპლიკაცია, რომელსაც ქმნის შპს სონა ლაბს (საიდენტიფიკაციო ნომერი 405899666, თბილისი, პეკინის გამზირი 33). Sona-ს ანგარიშისა და მისი ყველა მონაცემის წაშლა ორი გზით შეგიძლიათ: ელფოსტით, აპლიკაციის გარეშე, ან აპლიკაციაში. ორივე გზით ერთი და იგივე მონაცემები იშლება.

აპლიკაციის გარეშე: ელფოსტით

ამისთვის Sona-ს დაყენება ან გახსნა არ გჭირდებათ.

  1. მოგვწერეთ privacy@sonahealth.app-ზე იმ ელფოსტიდან, რომლითაც Sona-ში შედიხართ.
  2. თემად მიუთითეთ ჩემი Sona ანგარიშის წაშლა. მიზეზის მითითება საჭირო არ არის. თუ Sona-ში ერთზე მეტი ანგარიში გაქვთ, ჩამოწერეთ თითოეულის ელფოსტა.
  3. როგორ ვამოწმებთ, რომ ეს თქვენ ხართ: მოთხოვნას ვასრულებთ მხოლოდ მაშინ, თუ ის ანგარიშის საკუთარი ელფოსტიდან მოდის. თუ სხვა მისამართიდან მოგვწერთ, პასუხს ანგარიშის მისამართზე გამოგიგზავნით და ანგარიშს წავშლით, როცა იქიდან დაგვიდასტურებთ. პაროლს, კოდს ან ბარათის მონაცემებს არასოდეს გთხოვთ.
  4. ანგარიშს 10 სამუშაო დღეში ვშლით და მოგწერთ, როცა წაიშლება.

აპლიკაციაში

  1. გახსენით Sona-ს აპლიკაცია და შედით ანგარიშში.
  2. დააჭირეთ პროფილს (ქვედა ზოლის ბოლო ხატულა მარჯვნივ).
  3. გახსენით კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, შემდეგ დააჭირეთ ანგარიშისა და მონაცემების წაშლას.
  4. წაიკითხეთ, რა მოხდება, აკრიფეთ დასადასტურებელი სიტყვა და დააჭირეთ ყველაფრის წაშლას.
  5. დაადასტურეთ App Lock-ის PIN-კოდით (App Lock-ის გარეშე, 6-ნიშნა კოდით, რომელსაც ელფოსტით გამოგიგზავნით) და კიდევ ერთხელ დააჭირეთ ყველაფრის წაშლას.

რა იშლება

  • თქვენი ანგარიში, პროფილი და ყველა პერსონალური ინფორმაცია
  • ყველა სამედიცინო ჩანაწერი: მედიკამენტები და მიღების ისტორია, მაჩვენებლები, ანალიზების შედეგები, ვიზიტები, ვაქცინაციები, დაავადებები, ალერგიები, სიმპტომები, ოჯახური ისტორია
  • მენსტრუალური ციკლის მონაცემები, პროგნოზები და პარამეტრები
  • ატვირთული დოკუმენტები, ფოტოები და ფაილები, მათ შორის მხარდაჭერის ჩატის დანართები
  • AI ასისტენტთან საუბრები, მოგონებები და სპეციალისტისთვის შეჯამებები
  • თქვენ მიერ შექმნილი ოჯახის წევრებისა და შინაური ცხოველების პროფილები, თუ ისინი სრული წვდომით არ გაგიზიარებიათ ვინმესთვის: ასეთი პროფილები ამ ადამიანთან რჩება
  • შეტყობინებების პარამეტრები, მოწყობილობები და push-გამოწერები

აქტიური გამოწერა აღარ განახლდება და თანხა აღარ ჩამოგეჭრებათ.

რა ინახება

  • გადახდების ჩანაწერები (შეკვეთები და ქვითრები, იმის ჩათვლით, რას ამბობდა ჩვენი პირობები შეძენისას) 6 წლის განმავლობაში, რასაც ბუღალტრული აღრიცხვის კანონმდებლობა გვავალდებულებს.
  • თქვენი ელფოსტის ცალმხრივი ანაბეჭდი, რომ იმავე მისამართზე ახალმა ანგარიშმა მეორედ არ მიიღოს უფასო საცდელი პერიოდი. მისგან თქვენი მისამართის აღდგენა შეუძლებელია.
  • თქვენ მიერ გაცემული და გამოხმობილი თანხმობების ჩანაწერი თქვენი სახელის, ელფოსტისა და ჯანმრთელობის მონაცემების გარეშე: მარკეტინგის თანხმობები წაშლიდან 1 წელი, დანარჩენი წაშლიდან მესამე წლის ბოლომდე.
  • თქვენ მიერ გამოგზავნილი უარის, თანხის დაბრუნების ან პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული მოთხოვნები იმ მისამართით, საიდანაც მოგვწერეთ: უარისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნები 6 წლის განმავლობაში.

წაშლა სამუდამოა და შეუქცევადი. მონაცემები სერვისიდან მაშინვე იშლება, სარეზერვო ასლები იწმინდება 90 დღის განმავლობაში.

დახმარება გჭირდებათ?

მონაცემების წაშლასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვით მოგვწერეთ privacy@sonahealth.app-ზე.

Sona
კონფიდენციალურობაპირობებიფასებითანხის დაბრუნებაანგარიშის წაშლამხარდაჭერაგზამკვლევებიმოგვწერე

© 2026 შპს სონა ლაბს · ს/კ 405899666